ეგვიპტის მუზუმი – ფარაონთა „თავშესაფარი“
15:02:21     15-08-2011
ეგვიპტური ანტიკურობის მუზეუმი, ანუ შემოკლებით ეგვიპტის მუზეუმი კაიროში, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია. აქ ფარაონთა პერიოდის ანტიკური ნიმუშების უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კოლექციაა დაცული. საყოფაცხოვრებო ნივთიდან გამოფენილი მხოლოდ 136.000 საგანია.
კოლექცია 1880 წლიდან ისმაილ ფაშას სასახლის ფლიგელში იყო გამოფენილი, 1900 წლიდან კი მუზეუმის ამჟამინდელ ნეკლასიკური სტილის შენობაში გადმოვიდა თაჰრირის მოედანზე, ქაიროს ცენტრში.
კოლექციის მთავარი ნაწილია ფარაონი ტუტანხამონის სამარხიდან გამოტანილი ნიმუშები. ეს სამარხი თითქმის ხელუხლებად იპოვა ჰოვარდ კარტერმა, მეფეთა ხეობაში, 1922 წელს.
აქ არის სამეფო მუმიათა ოთახი, რომელშიც ფარაონთა ეპოქის 27 სამეფო მუმია ინახება, პრეზიდენტ ანვარ სადათის ბრძანებით 1981 წელს დახურულ იქნა. 1985 წელს, ოთახი ისევ გაიხსნა ოდნავ სახეცვლილი ფორმით, თუმცა მუმიათა უმრავლესობას ფარდა აქვს აფარებული.