
"გრიგოლ ვაშაძეს მთლიანად ვეთანხმები, უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე"
15:48:12     10-11-2020
მიხეილ სააკაშვილმა გრიგოლ ვაშაძის რიგით მეორე განცხადება Facebook-ის საკუთარ გვერდზე გააზიარა წარწერით "მთლიანად ვეთანხმები, უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე".
პირველ განცხადებაში ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდა და თქვა, რომ სახელმწიფოს "ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად" ქუჩა უნდა ჩაანაცვლონ "ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით".
მას შემდეგ, რაც ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა და მათ თქვეს, რომ ის პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა.
ამ განცხადებაში ის ამბობს, რომ "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს" და მას პოლიტიკური კომპონენტი დაემატოს - მოლაპარაკება მოკავშირეების მედიაციით.
მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ უკანასკნელ განცხადებას დაეთანხმა.