"გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია"

  15:03:09     10-11-2020

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

"გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია.  სამწუხაროა, რომ პარტიის თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს. ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ. ოფიციალური პარტიის განცხადება გაკეთდება ცალკე", - წერს დეკანოიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ყველა პარტიას, სასწრაფოდ გადაიტანონ  პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან.

"ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად" - განაცხადა ვაშაძემ.