საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 2970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
11:24:40     10-11-2020
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 2970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 63650-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 63650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 47390 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 521.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2765 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 3066, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -4709.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.