"ვმოქმედებდი ისე, რომ პასუხები მქონოდა ყველა შეკითხვაზე და მართალი ვყოფილიყავი სამშობლოსა და ხალხის წინაშე"
11:07:38     10-11-2020
სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში არეულობების მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სამშობლოსა და სომეხი ხალხის წინაშე მართალია.
"მოვუწოდებ ყველას, ვინც არეულობებში მონაწილეობს, დაბრუნდნენ სახლებში. ვთხოვ ყველას, ვისაც ჩემი და ჩვენი მთავრობის სჯერა, მოემზადოს ბრძოლისთვის. არც ერთი წამით იფიქროთ, რომ ჩვენ უსამართლობა ჩავიდინეთ, მე არ წავსულვარ გარიგებაზე და ვმოქმედებდი ისე, რომ პასუხები მქონოდა ყველა შეკითხვაზე და მართალი ვყოფილიყავი სამშობლოსა და ხალხის წინაშე“, - წერს ფაშინიანი Facebook-ზე.
"მათთან, ვინც მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობს, მოვილაპარაკებთ", - დასძენს სომხეთის პრემიერი.
ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას.
ამ გადაწყვეტილებას სომხეთის დედაქალაქში არეულოებები მოყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ათასობით დემონსტრანტი ქუჩაშია გამოსული, მათ დაიკავეს მთავრობისა და პარლამენტის შენობები.