"მე, ჩემი ამერიკელი მეუღლე და პატრიოტი ქართველები სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას" - აშშ-ში მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს

  12:18:57     09-11-2020

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ოპოზიციის აქციის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აქტის წინააღმდეგ.

ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს ქართველი ემიგრანტი, აქციის მონაწილე, ცისნამი საყვარლიშვილი აქვეყნებს. 

"მე, ჩემი ამერიკელი მეუღლე, ჩვენი ძაღლები და პატრიოტი ქართველები სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და ვგმობთ მთავრობის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას," - წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.