მასტერი: ბევრი გოგო ვიცით თბილისში, რომლებიც დუბაიში მუშაობენ სხეულით. ვიზუალურად კარგები არიან და გული მწყდება

  09:10:39     09-11-2020

ცნობილი რეპერის მასტერის თქმით, მის გვერდით ვერ ვნახავთ გოგონას, რომელსაც სოციალურ ქსელში შიშველი ფოტოები უდევს.

ამის შესახებ მასტერმა რადიო “ფორტუნას” განუცხადა.

"ჩემ გვერდით ვერ ნახავთ ისეთ გოგოს, რომელსაც სოციალურ ქსელში ზედმეტად გახდილი, შიშველი ფოტოები უდევს. ან ჩემს გვერდით ვცდილობ, არ იყვნენ ისეთი გოგონები, რომლებსაც ცუდი დოსიე აქვთ, მაგალითად, დუბაის გოგონები. ბევრი გოგო ვიცით თბილისში, „ინსტაგრამ-ვარსკვლავები“, რომლებიც დუბაიში მუშაობენ სხეულით. ვცდილობ, ამ გოგონებს გავერიდო, თუმცა ვიზუალურად კარგები არიან და შინაგანად გული გწყდება, რატომ… მაგრამ რომ უყურებენ ერთმანეთს, კარგად რომ ცხოვრობენ, თვითონაც უნდებათ. მოკლედ, ვცდილობ, ასეთ გოგოებს გავერიდო, მაგრამ ამით იმას არ ვამბობ, რომ მე ანგელოზი ვარ," - განაცხადა მასტერმა.

რეპერის ამ ინტერვიუს, ინსტაგრამის ცნობილი ვარსკვლავი ანამარია ვაჭრიძე გამოეხმაურა.

“მართლა ძალიან მომწონს ამ ბიჭის შემოქმედება ვფიქრობ რომ საქართველოში ერთადერთი კარგი რეპერია მაგრამ აზროვნების რა გითხრათ. საქართველოში გოგო თუ დუბაიშია ნამყოფი უკვე ბოზია არ აქვს მნიშვნელობა აღარაფერს.

კუპალნიკებიანი” ფოტო თუ უდევს მაინც ბოზია და თუ 10 საათს გადააცილა სახლში მოსვლა მაინც ბოზია ანუ რა გამოდის მე უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება ისე რომ ვიღაცის დაწესებულ სტანდარტებში ჩავჯდე?

და ვაიმე ჩემმა გლდანელმა მეზობელმა რამე გადაკრულად არ გაიფიქროს ამ ტექსტით ვიცხოვრო? მაშინ რატომ ჰყავს ამ ბიჭს თავის კლიპებში ნახევრად შიშველი გოგოები ? ააა კლიპში შეიძლება და საქმეს ჭირდება?

რაღაცეები ძალიან ცდება ერთმანეთს ნუ საქართველოს სიბნელეზე ლაპარაკიც არ მაქვს, თუ რამეს ამბობ ისე უნდა თქვა რომ 90% ვისაც “ კუპალნიკიანი “ ფოტო უდევს არ გაანაწყენო," - წერს ვაჭრიძე.