"გაყალბებული არჩევნებით, წყლით, გაზით და პოლიციით აპირებენ ხალხის მართვას? ვერ მართავენ, ჩამოშლილია ეს ხელისუფლება"

  00:11:59     09-11-2020

გაყალბებული არჩევნებით, წყლით, გაზით და პოლიციით აპირებენ ხალხის მართვას? ვერ მართავენ, ჩამოშლილია ეს ხელისუფლება, ჩამორღვეულია, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ მივცეთ ივანიშვილს და „ოცნებას“ ამ ქვეყნის დანგრევის და ადამიანების დაზიანების საშუალება. ეს რეჟიმი წამსვლელია ყველაფერზე და ჩვენ ვნახეთ მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ ძალის გამოყენება, არაფერს აშავებდა ეს ხალხი. ჩვენ მოგვეთხოვება ორგანიზებულობა, სიმშვიდე, კანონის დაცვა. ჩვენი აქციები არის მართალი და ადამიანებს ვერ დააშინებენ, გაგრძელდება ბოლომდე. ყველა ის რეჟიმი, რომელიც იპარავს არჩევნებს, რომელიც იყენებს ძალას კანონიერი პროტესტის წინააღმდეგ, არის ლუკაშენკოს ტიპის რეჟიმი და „ლუკაშენკოები“ ცუდად ამთავრებენ. ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა არ დაზიანდეს და ამათ, ვისაც საკუთარი სკამის იქით არაფერი აინტერესებს და ნებისმიერ ფასად ეკიდება თავის სკამს, არ მივცეთ ქვეყნის დაზიანების და დანგრევის საშუალება. ხელისუფლება, რომელიც აყალბებს არჩევნებს და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს ძალას, დაამთავრებს თავის არსებობას სწრაფად და ცუდად. ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში სიმშვიდე, არ მივცეთ ივანიშვილს ამ ქვეყნის დანგრევის და დაპირისპირების საშუალება, ამიტომ მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცედ ჩვენ მივაღწევთ ჩვენსას. სიმართლე არის ხალხის მხარეს, ხალხი ითხოვს სამართლიან არჩევნებს, ქვეყანაში ნორმალიზაციას და ამას ხელისუფლება უპირისპირებს პოლიციის ძალას“, - განაცხადა ბაქრაძემ.