საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  12:02:54     03-11-2020

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 44522-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 44522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 28633 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 362.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 2264, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4253.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.