ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა
11:47:27     02-11-2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება. იუწყება ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.
"კოვიდინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.