პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს COVID-19-ი დაუდგინდა
11:46:04     02-11-2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს COVID-19-ი დაუდგინდა.
მანამდე კორონავირუსი გიორგი გახარიას დაცვის ერთ თანამშრომელს დაუდგინდა, რის გამოც პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება.
"სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა COVID-19-ი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი გახარია.