შემწვარი ქათამი ჩილით

  11:17:19     15-08-2011

მასალა: 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 8 ქათმის ბარკალი, 1 წვრილად დაჭრილი, პატარა ხახვი, 1 ჩაის კოვზი დაფქული ჩილი, 1 ჩაის კოვზი დაფქული ხმელი ქინძი, 400 მლ დაკონსერვებული პომიდორი, 2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა, 125 გრამი გაყინული სიმინდი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

ზეთი გავაცხელოთ ტაფაში, მოვათავსოთ ქათმის ბარკლები და ყველა მხრიდან შევწვათ. გადმოვიღოთ ტაფიდან. ჩაყაროთ დაჭრილი ხახვი და 3-4 წუთი ვხრაკოთ, შემდეგ დავამატოთ ჩილი და ქინძი და მოვამზადოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. დავუმატოთ დაჭრილი პომიდორი, წვენთან ერთად და ტომატ-პასტა. ჩავაბრუნოთ ქათამი ტაფაში და 20 წუთი კიდევ შევწვათ, ვიდრე მზად არ იქნება. დავამატოთ სიმინდი და 3-4 წუთი ვხრაკოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შეგვიძლია მივირთვათ სალათთან ან ბრინჯთან ერთად.