საქართველოში COVID-19-ით 20 პაციენტი გარდაიცვალა

  12:41:05     29-10-2020

საქართველოში COVID-19-ით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის  35567 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 16904 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 273.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3324 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 2346, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4209.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.