"გლოვოს" დღეში 2-3ჯერ ვიძახებ. რამდენმა კაცმა იცის, რომ აქ, ამ სახლში ვიღაც კაი ნაშა ცხოვრობს? და რამდენია აქედან მოძალადე? და ძალადობის, მისი მცდელობის ან "უბრალოდ" შევიწროვების გამო ვინ დაგიცავთ?"
21:35:08     28-10-2020
სოციალური ქსელის მომხმარებელი წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ყოველი მეშვიდე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.
სადაც დათვლილიც არაა რამდენ ქალს ავიწროვებენ ყოველდღე; რამდენს აუპატიურებენ; რამდენს თითქმის აუპატიურებენ; რამდენს არასასურველ სექსს სთავაზობენ სრულიად უადგილოდ და ასე შემდეგ.
მე ვცხოვრობ ფალოცენტრულ ქვეყანაში. თუ ვინმე რამეს დამიშავებს, ხატზე უნდა ვიფიცო, რომ ბოზი არ ვარ და არ ვიმსახურებდი. თუ მოკლე კაბა მეცვა მაშინ პაკათ, ბოზი ვარ და მეკუთვნოდა, მოძალადე კიდევ სამართლიანობის აღმდგენი გმირი ან დამპალი ბოზის სატყუარას წამოგებული მსხვერპლია.
მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებებს და მინდა უკეთეს სოციუმში ცხოვრება. მაგრამ აქ და ახლა კარგად ვიაზრებ იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობ.
ვიზუალურად ძალიან მომწონს ჩემი თავი. კაცებსაც მოვწონვარ. 10/10 ნაშად ვითვლები. და ძალიან კარგად მესმის, რომ მათი გაგებით, მე ვარ ნივთი. ეს კომპლიმენტი არაა. არც საამაყო.
მე არ ვარეგისტრირებ ჩემს თავს ნივთად, მაგრამ ეგ არ დამიცავს იმისგან, ვიღაც ისე არ მომექცეს, როგორც ნივთს.
ტაქსით ძალიან ხშირად დავდივარ. უმეტესად მელაპარაკებიან.
ჯერ მეკითხებიან, რომ მოწიონ პრობლემა ხომ არაა. მე მეშინია, ამ შუაღამეს უხეში ტიპი არ შემხვდეს და საყვარლად ვპასუხობ, რომ არაა პრობლემა და მოწიოს. არა, თავს კი დავიცავ ათასნაირად, მარა დაღლილ-დაქანცულს არ მჭირდება სტრესი, რომლის თავიდან არიდებაც შემიძლია. მეზარება მერე ვიღაცის უკმაყოფილო როჟის ყურება და ცუდი ვაიბებით დატვირთვა. ამის მეშინია ანუ.
მერე ბარემ სიგარეტსაც მთავაზობენ - შევიწროვების, მუხლზე მოთათუნების და რამდენიმე რეიფმცდელობის მერე (ღია სივრცეში რუსების მთელ ჯარს მოვიგერიებ უკვე ალბათ) ზუსტად ვიცი, რომ უნდა ვთქვა - არ ვეწევი, სახლში მამა ეწევა და მიჩვეული ვარ უბრალოდ. თან საყვარელი დებილი ბავშვის ღიმილი უნდა მივაყოლო მეტი დამაჯერებლობისთვის.
მერე სულ სიცილ-კისკისით მეკითხებიან, მეგობრები მოინახულე დასვენების დროსო. აი, ძაან უწყინრად. მე აქაც ისევ დებილი საყვარელი სახით ვპასუხობ, რომ ოჯახს უჭირს და იმ ბარში, რომელთანაც გამოვიძახე, დამლაგებლად ვმუშაობ.
მერე ეს მხიარული სახე სერიოზულდება, ემპათიის განცდა ჩნდება მძღოლში და სულ დაიკოს ძახილით მოვყავარ სახლამდე.
ვინმეს გგონიათ ზედმეტად ვაბუქებ? ნაჰ. როცა ყოველღამე ტაქსით ბრუნდები სახლში, უკვე ზუსტად იცი, რომ ეშმაკური ღიმილით გამოკითხული ხო არ ეწევი და ბარში მეგობრები ხო არ ნახე რეალურად არის ტესტი: მწეველი და მსმელი თუ ვარ - ე.ი. ცუდი გოგო ვარ და უნდა მომექცეს ცუდად, დასაშვებია. იმ ზღაპრების მერე, რასაც ვყვები - კარგი გოგო ვარ და კაი, კარგად მომექცევა.
არ შეგიმჩნევიათ ეგ?
ამით რა მინდა დაასკვნათ?
მაგალითად ის, რომ ასეთი კაცები ძალიან ბევრნი არიან ზემოაღნიშნული სტატისტიკის მიხედვით.
და კიდევ ის, რომ 24/7ზე მოძალადეობრივ განწყობაზე არავინ არაა. სოციალური ნორმატივები ახალისებთ ხშირად ამის გამოსავლენად. ამიტომ, ერთ სიტუაციაში კარგი კაცი მეორე სიტუაციაში შეიძლება ძალიან ცუდი იყოს. და ერთ სიტუაციაში ნანახ ტიპზე თავს ვერ დადებთ, რომ მეორე სიტუაციაში მაგრად არ იყლევებს.
ჰოდა, რა იცით, რომ ტიპი, რომელიც სამსახურის ბაზიდან თქვენი ნომრის თვითნებურად ამოღებას ბედავს და თვლის, რომ ეს არაფერია, ხვალ რამეს არ დაგიშავებთ რაღაც ახალი გათვლით?
არ იცით.
გლოვოს დღეში 2-3ჯერ ვიძახებ. რამდენმა კაცმა იცის, რომ აქ, ამ სახლში ვიღაც კაი ნაშა ცხოვრობს? და რამდენია აქედან მოძალადე? და ძალადობის, მისი მცდელობის ან "უბრალოდ" შევიწროვების გამო ვინ დაგიცავთ, სახელმწიფო? კაი, დაგიცვათ ვთქვათ, 50 ყლე ჟურნალისტი რომ თქვენი ამბის გარეიტინგებით ჯიბეს გაისქელებს, უამრავ მოძალადე კაცს და ქალს მოგიქსევენ და თქვენი დაჯმა იქნება ყველგან აფრიალებული, მაგას როგორ გაუმკლავდებით? კაი, გაუმკლავდით. მაგ გამკლავებში რესურსები ხომ გინდათ? იგივე რესურსებს სხვაგვარად ვერ გამოიყენებდით?
მე ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი გოგო ვარ. არასდროს ვიბნევი ექსტრემალურ სიტუაციებში. მაქვს სპრეი, შოკერი. ვიცი, როგორ მოვგუდო ადამიანი უსბ კაბელით. ვიცი, რომ ტაქსში ზუსტად მძღოლის უკან უნდა ვიჯდე, რათა ნაკლებად მოსახერხებელი იყოს მისთვის მოწვდენა. 10დან 10ჯერ მიზანში ვარტყამ იარაღით. სწრაფად დავრბივარ. ნავარჯიშები და ძლიერი ვარ. მაგრად მკიდია ხალხის აზრი ჩემზე, არც გავჩუმდები.
და მიუხედავად ამისა, მე არ მიღირს ჩემი თავის გარისკვა. საკუთარ რესურსებს ჭკვიანურად ვანაწილებ.
სულერთია ვინ არის მეორე ხაზზე და რატომ მეუბნება კომპლიმენტს. 10დან 8 შემთხვევაში ყლეა და არ მიღირს გარისკვად.
მე არ მინდა ჩემს პირად ინფორმაციას ვინმე არამიზნობრივად იყენებდეს.
ვიღაცები წერდით ადაზე, კომპლექსი გაქვს ალბათ და გგონია არ მოეწონებიო თუ რაღაც.
ვაბშე არ მაქვს კომპლექსი. მაკიაჟშესასწორებელი კი არა, 8 მეტრიანი ულვაში რომ მქონდეს მაინც ძაან მენაშება ჩემი თავი. თუ არც მოვეწონები ვინმეს და გამოექანოს მთაწმინდიდან. რა შუაშია ვაბშე ეგ.
ჩემი ინფორმაცია რომ გამოეყენებინა ვინმეს ეგრე, ახლა ნამდვილად აღარ ექნებოდა სამსახური. იმიტომ კი არა, რომ ვაიმე მეშინია ან ვკომპლექსდები. იმიტომ, რომ სულ თავში უნდა ურტყა ეგეთ თავხედ ტიპებს რო ქალი შენი ობჯექთი არაა და დორბლი თუ მოგდის კი ნუ წერ, წადი და ეგ დორბლი მოიწმინდე. ან კომუნიკაციის სქილები დახვეწე და იქვე გამოელაპარაკე იმ კონკრეტულ ქალს ისე, რო გაიგო იგივე ვაიბი მოდის თუ არა.
მე გლოვოს ვაძლევ ჩემს პირად ინფორმაციას, კონკრეტული დანიშნულებით. ვიღაცა კურიერმა ვერ უნდა გადამიკეთოს ეგ დანიშნულება.
ვიღაცები არ ფრთხილობთ ან ნაკლებად გაქვთ პირადი სივრცის მოთხოვნილება? ოქეი, რა პრობლემაა, თქვენი საქმის თქვენ იცით.
მაგრამ მე თუ ჩემი პირადი ინფორმაციის არაეთიკურად გამოყენება არ მომწონს და დიდი მოთხოვნილება მაქვს ამ პირადი სივრცის, ვერც მაგაზე მომედავებით ვინმე. აქ იმ ბიჭს ცილს არავინ სწამებს და თუ გაუშვებდნენ სამსახურიდან, ე.ი. იყო რაღაც დარღვევა," - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.