საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  11:23:41     27-10-2020

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 32127-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 32127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 12632 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 238.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3757 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 2249, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -3847.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.