"ვერსია ესებუასთან დაკავშირებით საკმაოდ დამაჯერებელია"

  15:42:57     26-10-2020

დაუშვა თუ არა შეცდომა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური სპეცოპერაციის დროს - დამნაშავის გაქცევაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას შს მინისტრს აკისრებს.

"ვერსია ესებუასთან დაკავშირებით საკმაოდ დამაჯერებელია, მაგრამ ჯერჯერობით ის ისევ ვერსიაა, მაგრამ ერთი რამ არის უტყუარი ფაქტი და ეს შსს-ს გუშინდელი განცხადებიდან ჩანდა, რომ შსს არის დაბნეული, განცხადება იყო აბსოლუტური არაპროფერსიონალიზმი, ანომალია. ნდობა გამოძიების მიმართ არის ნული და შესაბამისად, ამიტომ არის, რომ ამდენი პარალელური გამოძიება და საზოგადოებრივი და ჟურნალისტური გამოძიებები მიმდინარეობს. გამოძიება არაფერს, თავისთავად, არ იძიებს და მისი ყოველი ქმედების მიმართ არის აბსოლუტური უნდობლობა საზოგადოებრივი," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.