საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  11:01:49     23-10-2020

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9 751-მდე გაიზარდა. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 183-ს შეადგენს.

სულ საქართველოში კორონავირუსის 24562 შემთხვევაა დადასტურებული.