
კორონავირუსით გარდაცვლილი 30 წლამდე ახალგაზრდა ქალის ტესტის პასუხი მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი
13:37:30     21-10-2020
გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, ნინოწმინდიდან თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში, 18 ოქტომბერს გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ორმხრივი პნევმონია და ცხელება აღენიშნებოდა და ჭარბწონიანი იყო.
ცხელების ცენტრში პაციენტი კიორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად გადაიყვანეს, თუმცა ის მანამდე გარდაიცვალა, სანამ ტესტის პასუხი იქნებოდა.
ახალგაზრდა ქალი 19 ოქტომბერს გარდაიცვალა და ის კორონავირუსით გარდაცვლილად დღეს ჩაითვალა, რადგან ქალის ტესტის პასუხი ბოლო 24 საათში გახდა ცნობილი.