გურიის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა
13:25:19     21-10-2020
გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
"ზურაბ ნასარაია ბინაზე იმყოფება და ელოდება ეპიდემიოლოგების მითითებებს და პროტოკოლით დადგენილი წესის მიხედვით იმოქმედებს.
მოადგილეების ტესტის კვლევის შედეგები უარყოფითია. ადმინისტრაციული შენობის სამივე სართულზე, სადაც განთავსებულია გუბერნია, მერია და საკრებულო, სადეზინფექციო სამუშაოები გვიან ღამით ჩატარდა“, - აცხადებენ გუბერნატორის პრესსამსახურში.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, ინფორმაციას ვებგვერდ StopCov-ზე გამოქვეყნდა.