საქართველოში კორონავირუსის 1 351 შემთხვევა დაფიქსირდა

  10:59:11     21-10-2020

საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 21208-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელებულია 9003 ადამიანი.

ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6582 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ - 2895.