საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
11:20:30     20-10-2020
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 19857-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 19857 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 8666 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 158.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 1042, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.