დღეს, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
11:22:55     19-10-2020
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირებულების რაოდენობა 18663 მდე გაიზარდა.