თბილისის მეოცე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა - სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის
10:56:49     19-10-2020
სსიპ გურამ რამიშვილის სახელობის თბილისის № 20-ე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, - აღნიშნულთან დაკავშირებით დირექცია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"ამ წუთის მონაცემებით, ცნობილია, რომ სკოლის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა COVID19. მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია.
აღნიშნული ფაქტის გამო, სკოლა 19 ოქტომბრიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის. ჩვენი კოლეგების სრული შემადგენლობა კი თვითიზოლაციაშია და რჩება სახლში.
ძვირფასო მშობლებო, იმისთვის, რომ დისტანცირების პროცესი არ გახანგრძლივდეს და შევძლოთ სასწავლო პროცესის სკოლაში დროულად განახლება, მოგიწოდებთ, უზრუნველვყოთ ბავშვების იზოლირება საზოგადოებისაგან, რათა ისინი არ გადაიქცნენ ინფექციის მიღებისა და გავრცელების წყაროდ“, - აცხადებს სკოლის დირექცია.