ტელეკომპანია "რიონის" რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

  16:00:20     16-10-2020

ტელეკომპანია "რიონის" რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. იუწყება რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია.

"მედიაორგანიზაცია იცავდა და იცავს უსაფრთხოების ყველა ნორმას. "რიონი" მუშაობდა მორიგე ჯგუფებით, რომლებსაც ერთმანეთთან არ ჰქონდათ შეხება. მენეჯმენტმა მიიღო ყველა საჭირო ზომა, ჩატარდა სანიტარულ- სადეზინფექციო სამუშაოები.

საბედნიეროდ, დაცულია ყველა  წყარო და არხის სტუმარი. ჩვენ ველით ,,რიონის" თანამშრომელთა გამოჯანმრთელებას , პარალელურად არხი აგრძელებს აუდიტორიისთვის მუშაობას", - ნათქვამი განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.