კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისში, 286 კი აჭარაში გამოვლინდა

  11:49:42     15-10-2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისს, 286 აჭარას, 104 კი იმერეთს უკავშირდება.

"366 ახალი შემთხვევა გვაქვს თბილისში, 286 აჭარაში, იმერეთში- 104, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 57, ქვემო ქართლში  44, შიდა ქართლში - 21, კახეთსა და გურიაში -13-13, მცხეთა-მთიანეთში -11, სამცხე-ჯავახეთში- 3, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო ქართლში - ერთი", - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 113-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 792 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1042-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.