
დონალდ ტრამპის უმცროს ვაჟს კორონავირუსი დაუდასტურდა
08:04:47     15-10-2020
აშშ-ის პრეზიდენტის უმცროს შვილს, 14 წლის ბარონ ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შეახებ აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა გაავრცელა.
"თავდაპირველად, კორონავირუსზე მისი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა შემდეგი ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ მას სიმპტომები არ ჰქონდა", - განაცხადა მელანია ტრამპმა.
თავად დონალდ და მელანია ტრამპის ბოლო ტესტების პასუხები, უარყოფითია.