
კორონავირუსის მეორე ტალღასთან საბრძოლველად, პარიზსა და საფრანგეთის კიდევ 8 ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა
07:41:24     15-10-2020
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში და საფრანგეთის კიდევ 8 ქალაქში კომენდანტის საათი დააწესა.
მაკრონის განცხადებით, კომენდანტის საათის დაწესება კორონავირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლით არის განპირობებული.
კომენდანტის საათის მოქმედება 21:00 საათიდან დაიწყება და 06:00 საათამდე გასტანს.
"კომენდანტის საათი ამოქმედდება შაბათიდან და გაგრძელდება მინიმუმ ოთხი კვირის განმავლობაში", - თქვა მაკრონმა სატელევიზიო ინტერვიუში.
მისი თქმით, ასევე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.