საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
11:01:42     13-10-2020
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 12841-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 12841შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 6867 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 102.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 1393, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.