ვინ არის 55 წლის ბათუმელი პედაგოგი, რომელიც კორონავირუსით დაიღუპა?

  18:15:46     12-10-2020

ბათუმში კორონავირუსით პედაგოგი, 55 წლის შორენა ბერიძე დაიღუპა.

"ბათუმელების" ინფორმაციით, ქალს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, 37.5 ტემპერატურის და სუნთქვის გაძნელების მიუხედავად, კლინიკის ნაცვლად სასტუმროში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა 24 საათში კიდევ უფრო დამძიმდა, მეორე დღეს კი შორენა ბერიძე გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ ქალის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდა და ის ინფექციურიდან პირდაპირ კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და არა სასტუმროში.