დღეს, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა
14:50:44     12-10-2020
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-8 პაციენტი გარდაიცვალა .
55 წლის მამაკაცი კლინიკა "მედინაში" მკურნალობდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
საქართველოში დღეს კორონავირუსით გარდაცვალების 8 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ქვეყანაში გარდაცვლილია 93 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა.