"პანდემია კიდევ კარგა ხანს არ დასრულდება"
13:50:25     12-10-2020
პანდემია არ დასრულდება კიდევ კარგა ხანს და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ვირუსთან თანაცხოვრების დროს საჭიროა ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვა, რასაც ჯანდაცვის სექტორი აცხადებს.
“თანაცხოვრება ნიშნავს ერთი მხრივ ჯანდაცვის სექტორის სრულ მზადყოფნას, იმისთვის რომ ახლად დადასტურებული შემთხვევები მართოს და მართვა ძირითადად პირველადი ჯანდაცვის დონეზე უნდა იყოს და ასევე ჩვენ შუალედური რგოლი. ე.წ. სასტუმროებიც შემოვიტანეთ, ვისაც თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს. მეორე მხრივ თანაცხოვრება ნიშნავს ეკონომიკის გახსნას და ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას, მაგრამ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რასაც ჯანდაცვის სექტორი აცხადებს და პირველ რიგში, ეს არ პირბადის გამოყენება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.