კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა თბილისში - დედაქალაქში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა
11:26:14     09-10-2020
საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.
"გამოვლინდა 527 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: საბედნიეროდ, შემცირდა აჭარაში რაოდენობა, სადაც დღეს არის 190 შემთხვევა, თბილისში - 179 , იმერეთში - 91, ქვემო ქართლში - 28, შიდა ქართლში - 10, მცხეთა - მთიანეთში - 3, გურიაში - 3, კახეთში - 11, სამცხე- ჯავახეთში - 1“, - განაცხადა ენდელაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 866 ადამიანი, 72 პაციენტი კი გარდაიცვალა.