დაიღუპა ახალგაზრდა სომეხი მეომარი, რომლის ფოტოც მსოფლიო მედიაში ყარაბაღის მოვლენების სიმბოლოდ იქცა

  11:11:22     09-10-2020

საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაიცვალა სომეხი მეომარი, რომელიც მთიანი ყარაბაღის მოვლენების სიმბოლოდ იქცა. ამის შესახებ ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი არაიკ ჰარუიტუიანი სოციალურ ქსელში წერს.

ჰარუიტუიანის თქმით, სომხეთი ასეთი შვილებით უნდა ამაყობდეს.

"ამ მძიმე რთულ და წუთებში მინდა ჩემი მწუხარება გამოვხატო. გმირულად დაეცა სომეხი ხალხის შვილი ალბერტ ჰოვჰანესიანი. ის მარტო მტრის ძალების განადგურებით კი არა, სამშობლოს მიმართ ფასდაუდებელი მსახურებითაც გამოირჩეოდა. მისი ცნობილი ფოტო თავისებურად ასახავს სომეხი ხალხის მძლავრ სულისკვეთებას ამ ომში. ალბერტი და მისმა მეგობრებმა დაგვანახეს, რომ სამშობლოს დაცვა უპირველესია და სომეხმა ხალხმა უნდა იამაყონ ასეთი შვილებით“,- წერს ე.წ. პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ალბერტის ფოტო სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 29 სექტემბერს გამოაქვეყნა. ფოტო მალევე მთელი მსოფლიოს წამყვან მედიაში გავრცელდა.