საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  11:03:14     09-10-2020

საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა რიცხვი 10752-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელებულია 5866 ადამიანი. ამასთან, დღეს კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო გარდაცვლილია 72.