
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა
10:34:21     09-10-2020
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებები ღამის განმავლობაში ისევ მიმდინარეობდა.
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დრონების საშუალებით განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო პუნქტი. აზერბაიჯანის 7 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.
ოფიციალური ერევნის განცხადებით, აზერბაიჯანელი სამხედროების იერიშის დროს დაშავდნენ რეპორტიორები. ცნობილია, რომ დღეს სომხეთში ვიზიტს გეგმავს რუსეთის პრემიერ-მინისტრი.