საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა
11:52:55     08-10-2020
საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 66-ს შეადგენს.
ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 10 225 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 5 553 პაციენტი.