
ნიკოლ ფაშინიანი: საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს გადამწყვეტად და აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა
09:53:09     08-10-2020
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საერთაშორისო საზოგადოებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს.
"ჰუმანიტარული კატასტროფისა და ამ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შესაჩერებლად, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს გადამწყვეტად და აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა", - თქვა ფაშინიანმა ტელეკომპანია Euronews- თან ინტერვიუში.
მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბრს დაიწყო, რაშიც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ.