დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი ერთ-ერთი პაციენტი 51 წლის ბათუმელი პოლიციელია

  16:07:41     07-10-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ცხელების ცენტრში გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, 1969 წელს დაბადებულ პოლიციელს კორონავირუსი 1 ოქტომბერს დაუდასტურდა და მკურნალობის კურსს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა. ასევე, სამინისტროს ინფორმაციით გარდაცვლილ პირს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ოფიციალური სტატისტიკით, სულ საქართველოში კორონავირუსი 9753 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 5235 გამოჯანმრთელდა, ხოლო 62 გარდაიცვალა.