საქართველოში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა
10:56:40     06-10-2020
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 58-ს შეადგენს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9245 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4887 ადამიანი, 58 პაციენტი კი გარდაიცვალა.