თბილისში, სუპერმარკეტ "სპარის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

  10:19:53     06-10-2020

თბილისში, ამაღლების 12 ნომერში მდებარე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. კოვიდ 19- ით ინფიცირებული თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისათვის ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პერსონალი თვითიზოლაციაში გადავიდა. აღნიშნულ სუპერმარკეტს დეზინფექცია ჩაუტარდა და სუპერ მარკეტების ქსელმა მაღაზია ახალი თანამშრომლებით დააკომპლექტა.