"ის მარშრუტი, რომელიც თამარმა განახორციელა საკუთარი ავტომობილით, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ ლოკაციას, რომელიც გაასაჯაროვა პროკურატურამ"

  18:04:20     05-10-2020

გარდაცვლილი ახალგაზარდა პროგრამისტის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე დაინიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. 

“გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დანიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ჩვენ ვითხოვთ, რადგანაც ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა, მოხდეს გაერთიანება და დაინიშნოს ფსიქოლოგიურ კომისიურ-კომპლექსური, ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და გამოძიებასთან ერთად მოხდეს ჩვენი ექსპერტების ჩართვა. მოხდეს იმ ჩანაწერების შეფასება, რომელიც უნდათ, რომ გამოიყენონ, თითქოს თვითმკვლელობისთვის საკმარისი მტკიცებულება. ამ შუამდგომლობას ვაყენებთ და გარდა ამისა, საქმის მასალებში არის გარკვეული პირების ჩვენებები, რომლების საფუძველზეც დამატებით იქნება ვიდეოკამერების და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოთხოვა საჭირო. ბევრი სიახლე იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. ის მარშრუტი, რომელიც თამარმა განახორციელა საკუთარი ავტომობილით, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ ლოკაციას, რომელიც გაასაჯაროვა პროკურატურამ”, - განაცხადა რამიშვილმა.