საქართველოში COVID-19-ით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა
11:14:27     05-10-2020
საქართველოში COVID-19-ით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვმა 52 შეადგინა.
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 8696-მდე გაიზარდა.