"ჩვენ და აზერბაიჯანელები ერთი ხალხი ვართ და თუ აზერბაიჯანი თურქეთს სამხედრო დახმარებას სთხოვს, ჩვენ მას დავეხმარებით... სომხეთი ყარაბაღიდან უნდა წავიდეს"

  18:29:35     02-10-2020

აზერბაიჯანს თურქეთისთვის სამხედრო დახმარება ჯერ არ უთხოვია, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში ანკარა მას დახმარებას გაუწევს, - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.

"სომხეთი ყარაბაღიდან უნდა წავიდეს, ჩვენ და აზერბაიჯანელები ერთი ხალხი ვართ და არ არსებობს იმაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მის გვერდით ყოფნაა. აზერბაიჯანს აქვს პოტენციალი იმისა, რომ თავისი მიწებისთვის იბრძოლოს. ჩვენთვის სამხედრო დახმარება ჯერ არ უთხოვია. მაგრამ თუ კი ასეთი საკითხი დადგება, ვინც რა უნდა ის თქვას, ჩვენ მას დავეხმარებით", - განუცხადა ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს იტალიაში ვიზიტის დროს.

ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობა ყველას სჭირდება, პირველ რიგში სომხეთს.

"მათ, ვინც მხარს უჭერს სომხეთს, ურჩევნია მოუწოდოს, შეწყვიტოს აზერბაიჯანული მიწების ოკუპაცია", - დასძინა მინისტრმა.