
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: აზერბაიჯანულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი დაბომბეს
15:12:40     02-10-2020
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი დაბომბეს. ინფორმაციას სომხეთის სახელმწიფო სააგენტო "არმენპრესი" ავრცელებს.
"მათ სტეპანაკერტი დაბომბეს", - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, არწრუნ ოვანესიანმა.
სააგენტოს ცნობით, დაშავებულია ბევრი ადამიანი და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.