ქობულეთში 10 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

  12:22:34     02-10-2020

ქობულეთში 10 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. 

რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ადგილობრივი გამოცემა, TV25 ბავშვის ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილი ტრაქტორის მისაბმელზე იპოვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.