ავარია ზესტაფონში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი
17:37:59     30-09-2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშასთან ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.