საქართველოში კორონავირუსით 37-ე პაციენტი გარდაიცვალა
11:30:47     30-09-2020
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 37-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა გამოლინდა, შესაბამისად, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 6 192-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელებულია 2 324 პაციენტი.