საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  11:23:25     30-09-2020

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 235 აჭარაში, 30 კი თბილისში დაფიქსირდა.

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

"გამოვლინდა 326 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 235 შემთხვევა, თბილისში - 30, იმერეთში - 38, გურიაში- 6, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთში - 1, კახეთში - 1, მცხეთა-მთიანეთში - 1“,- განაცხადა ენდელაძემ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 6192 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3 120 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 37 მოქალაქე.