"ლელო საქართველოსთვის" შეშფოთებით ადევნებს თვალს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას.

  11:46:40     28-09-2020

ვაფასებთ რა იმ ღრმა და მჭიდრო პოლიტიკურ  და ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს ორ მეზობელ სახელმწიფოსთან გაგვაჩნია,  ჩვენ ვემხრობით  მშვიდობას, დემოკრატიას და განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მძიმე დროს საქართველომ ყველაფერი გაკეთოს მშვიდობის ხელშესაწყობად რეგიონში.