
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
11:42:36     28-09-2020
საქართველოს პრეზიდენტი ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების განახლებას Twitter-ზე ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანსა და სომხეთს მშვიდობისკენ მოუწოდებს და ტვიტერზე წერს, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა საერთო მიზანი უნდა იყოს.
"შეშფოთებული ვარ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით. მოვუწოდებთ მათ მშვიდობისკენ.
ჩვენს რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს",-წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.